საქართველოს ელჩი კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

4.03.2019 კატარი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრთან ჰანან მუჰამედ ალ-კუვარისთვან.
 
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და კატარს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საქართველოს ელჩმა და კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრმა განიხილეს საქართველოში არსებულ სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობები, კარდიოლოგიასა და ონკოლოგიის სფეროებში კატარსა და საქართველოში დაგეგმილ კონფერენციებში  ქართველი და კატარელი ექიმების მონაწილეობის საკითხები.  ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის  ჯანმრთელობის დაცვის უწყებებს შორის სამართლებრივი ბაზის განვითარების საკითხებზე.