საქართველოს ელჩი ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

27.10.2010 ხორვატია -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) ზაალ გოგსაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან გორდან გრლიჩ რადმანთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები.  საუბარი შეეხო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ასევე, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის პირველ ნახევარში ხორვატიის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროების შესახებ აღინიშნა.