საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ტურინის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

28.10.2919 ქ.ტურინი - გაიმართა საქართველოს ელჩის კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა ტურინის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან, ვინჩენცო ილოტესთან. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო ვაჭრობის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პიემონტეს რეგიონს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს სავაჭრო პალატასთან ურთიერთგაგების მემორამდუმის გაფორმების შესაძლებლობა. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება მუშაობა ვიზიტებისა და შეხვედრების გაცვლის საკითხზე.