საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ქართველ სტიპენდიანტებს შეხვდა

2.04.2018 კორეა -  კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი კორეულ Booyoung Group-ში შემავალ საქველმოქმედო ფონდის-  Woojung Education and Culture Foundation მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებულ ქართველ სტუდენტებს, რუსუდან ფირცხალავასა და სოფიო კვინიკაძეს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ საელჩო აქტიურად თანამშრომლობს Woojung Education and Culture Foundation-თან და ხელს უწყობს ფონდის კონკურსებში საქართველოს მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას.

შეხვედრაზე ელჩმა მიულოცა ქართველ სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვება და აღნიშნული შეაფასა, როგორც საგანმანათლებო სფეროში საქართველო-კორეის თანამშრომლობის კარგი მაგალითი.

ელჩმა ქართველ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-კორეის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე.