საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

6.03.2019 კორეის რესპუბლიკა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან  მუნ ჰი-სანგთან.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, ხაზი გაესვა უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობას.
 
ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საინვესტიციო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის მნიშვნელობაზე და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.