საქართველოს ელჩი კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

19.02.2019 კოსტა- რიკა -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კოსტა-რიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო)  ზურაბ ერისთავი კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მანუელ ვენტურა რობლესს და კოსტა-რიკის საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უახლოესი სამოქმედო გეგმა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონალურ და  საერთაშორისო ფორმატებში  საქართველოსა და კოსტა-რიკის თანამშრომლობის დადებით დინამიკას.