საქართველოს ელჩი ლატვიის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

 
16.05.2019 ლატვია- ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ნატა მენაბდემ შეხვედრა გამართეს ლატვიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან, ილზე ვინკელესთან.
 
შეხვედრაზე ლატვიელ მინისტრს მიეწოდა სრული ინფორმაცია ქართველი კანდიდატის, ნატა მენაბდის მიღწევებზე და მის მრავალწლიან გამოცდილებაზე ჯანდაცვის სფეროში. კანდიდატმა ასევე ვცრლად ისაუბრა თავის ხედვებზე და გეგმებზე.