საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას სპიკერის მოადგილეს შეხვდა

11.09.2019 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე შეხვდა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერის მოადგილეს, ინესე ლიბინა-ეგნერეს.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ევროპის საბჭოში, ქვეყნებმა დაიცვან ის პრინციპები და ღირებულებები, რის გარშემოც გაერთიანდნენ.
 
სპიკერის მოადგილის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოსადმი, უპირველეს ყოვლისა მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.