საქართველოს ელჩი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

12.12.2018 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა.


შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. ლატვიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ასევე, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
 
საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.
 
 საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი მიმართულებით.