საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.05.2019 ლიეტუვა  - ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთანლინას ლინკევიჩიუსთან.
 
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და გამორჩეულ მეგობრობას, რომელიც ტრადიციულად აკავშირებსსაქართველოსა და ლიეტუვას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად და წარმატებულად ვითარდება. ასევე, საუბარი შეეხო მაღალიდონის ორმხრივ ვიზიტებს, რომლებიც ინტენსიურად ხორციელდება საქართველოსა და ლიეტუვას შორის.
 
საუბრისას ყურადღება გაამხვილდა ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს.
 
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.
 
შეხვედრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტრმა ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და წარმატებები უსურვა ელჩს მის საქმიანობაში.