საქართველოს ელჩი ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს გამორჩეული მეგობრული ურთიერთობები, რომელიც განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება.
 
შეხვედრის ფარგლებში  ხაზი გაესვა, რომ ლიეტუვა კვლავაც განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას, ისევე როგორც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების ხელშეწყობას.
 
ლევან ღვარჩლიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ლიეტუვის სეიმს გააჩნია მნშვნელოვანი როლი, რაც  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებსა და რეზოლუციებში მკაფიოდაა ასახული.

ელჩმა და სეიმის სპიკერმა ასევე ისაუბრეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.