საქართველოს ელჩი მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

12.06.2019 მალაიზია- მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებინმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორაციის ახლადდანიშნულ აღმასრულებელ დირექტორთან, ნურ აზმი მატ საიდთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, გატარებული რეფორმებისა, არსებული ლიბერალური ბიზნესგარემოს, ინვესტორებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების, თავისუფალი ინდუსტრიული და ტურისტული ზონების შესახებ.

ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის, ტურიზმის, სამრეწველო წარმოების, ლოგისტიკის და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა  ასევე განიხილეს საქართველო-მალაიზიის ბიზნეს-ფორუმის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები.