საქართველოს ელჩი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

27.02.2019 მალაიზია-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტთან, სენატორ ტან სრი დატო’ სრი ვიგნესვარან სანასისთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საკანონმდელო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და მალაიზიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საგარეო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.