საქართველოს ელჩი მექსიკის შეერთებული შტატების სენატის პრეზიდენტს შეხვდა

28.03.2019 მექსიკა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი, მექსიკის შეერთებული შტატების სენატის მიწვევით, პრეზიდენტს - სენატორ მარტი ბატრესს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა და მასპინძელმა მხარემ განიხილეს კონკრეტული მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მათ შორის - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის აღდგენის საკითხი კონგრესში, სენატორებისა და კონგრესმენების საქართველოში ვიზიტის დაგეგმვა. 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიის და დამფუძნებელი კრების იუბილეს, უახლეს ისტორიას, ეროვნული მოძრაობის და 9 აპრილის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში.
 
ზურაბ ერისთავმა მადლობა გადაუხადა სენატორ მარტი ბატრესს სენატის პრეზიდენტის მისალოცი წერილისათვის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავთან დაკავშირებით. 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განიხილეს საკონსტიტუციო რეფორმის შედეგები და მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.