საქართველოს ელჩი ნამიბიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია

 
4.04.2019 ნამიბია- 3-4 აპრილს ნამიბიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვინდჰუკში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნამიბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით . პრეტორია) ბექა დვალმა გამართა შეხვედრა ნამიბიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრთან,  ნეტუმბო . ნდაიტვასთან.
 
ვინდჰუკში საქართველოს ელჩის მიერ გამართული შეხვედრებისას, ნამიბიის მხარესთან განხილულ იქნა საქართველოს და ნამიბიას შორის ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
 
საქართველოს ელჩი, ასევე, შეხვდა ნამიბიის საგარეო უწყების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს, მათ შორის, ნამიბიიის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დირექტორს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მორინა მუუონჯოს, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების დირექტორს,  ინგრიდ ტჟიზოს და ნამიბიიის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მრავალმხრივ საკითხთა დირექტორს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაიკლ ნდივაიელეს.