საქართველოს ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

19.04.2019 პოლონეთი- პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მარჩინ ფშიდაჩთან.  შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
 
საუბარი  ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს.
 
ყურადღება ასევე გამახვილდა მიმდინარე წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით პოლონური მხარისა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებზე.