საქართველოს ელჩი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

21.01.2020 პოლონეთი - საქართველოს ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის ახლადარჩეულ მარშალთან ტომაშ გროძკისთან. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა ორმხრივი პარლამენტთაშორისი ურთიერთობების მაღალ დინამიკას და გამოითქვა, ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და დაფიქსირდა საქართველოსადმი პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა აღნიშნული მიმართულებით.