საქართველოს ელჩი ქალაქ ჰიგაშიოსაკას მერს შეხვდა

15.05.2018 ქ.ჰიგაშიოსაკა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე ქალაქ ჰიგაშიოსაკას ეწვია და გამართა შეხვედრა ქალაქის მერთან და მის მოადგილეებთან.

შეხვედრის ფარგლებში ორივე მხრიდან გამოითქვა ეკონომიკური, კულტურული და სპორტული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი. ელჩმა მერს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.მან  ხაზი გაუსვა იმას, რომ 2019 წელს ჰიგაშიოსაკაში დაგეგმილი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოც იღებს მონაწილეობას, ქალაქის მოსახლეობისათვის საქართველოს გაცნობის და პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. შეხვედრის შემდეგ ელჩმა მერთან ერთად დაათვალიერა მერიაში მოწყობილი გამოფენა, რომელიც იმ ქვეყნებს ეძღვნებოდა, რომელთა მატჩიც მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჰიგაშიოსაკაში გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „Spectacular Georgia“.

მერთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ელჩი კომპანია „Fuserashi Ltd.”-ს სათაო ოფისს ეწვია და ჰიგაშიოსაკას სავაჭო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან  გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე ელჩმა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
 



  
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.