საქართველოს ელჩი ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

21.01.2020 ქუვეითი - ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ჟღენტი, შეხვდა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეს ევროპის საკითხებში (დეპარტამენტის დირექტორი) ვალიდ ალ-ხობეიზის.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული  თანამშრომლობის სფეროები და რეგიონის პოლიტიკის აქტუალური საკითხები.
საუბარი შეეხო ბატონ ალ-ხობეიზის მომავალ ვიზიტს საქართველოში, სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების გაგრძელების მიზნით.