საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ეწვია ბუტანის სამეფოს

11.06.2019. ინდოეთი -  ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით ეწვია ბუტანის სამეფოს დედაქალაქ თიმფუს, სადაც შეხვედრები გამართა ბუტანის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან დრ. ლოტაი ტშერინგთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დრ. ტანდი დორჯისთან, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრთან კარმა დონენ ვანგდისთან, განათლების მინისტრთან ჯაი ბირ რაითან, ბუტანის ტურიზმის საბჭოს გენერალურ დირექტორთან დორჯი დჰრადჰულთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორთან სონამ ტობგაითან.

 
შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. მხარეების მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე შეთანხმდა, რომ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის განვითარების მიმართულებით.
 
საქართველოს ელჩმა ბუტანის განათლების მინისტრს ბუტანის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის საჩუქრის სახით გადასცა 25 წიგნი საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამზარეულოსა და ლიტერატურის შესახებ, ასევე საქართველოს რუკები.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.