საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით მადაგასკარის დედაქალაქს ეწვია

26.03.2018 ქ.ანტანანარივო - მადაგასკარის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით . პრეტორია) ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივოს ეწვია.

საქართველოს ელჩმა ანტანანარივოში გამართა შეხვედრები მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰენრი რაბარი-ნჯაკასთან, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში მადაგასკარის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანთან, ბარი ემანუელ რაფატროლაზასთან და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსა და მადაგასკარს შორის ურთიერთობების განვითარების პრესპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა მადაგასკარის პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელობას. კერძოდ, მადაგასკარის პარლამენტის ზედა პალატის - სენატის თავმჯდომარეს, რივო რაკოტოვაოს, მადაგასკარის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ჟან მაქს რაკოტომამონჯის და ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გილომ მარი უბალდ რავაჰიმანანას.  საქართველოს ელჩმა მათ მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და მადაგასკარის პარლამენტებს შორის კონტაქტების განვითარების საჭიროებას.