საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიას ეწვია

4.07.2018 ხორვატია -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი  ზაზა კანდელაკი (რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) სამუშაო ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკას ეწვია.
 
ვიზიტის ფარგლებში, ზაზა კანდელაკი შეხვდა ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის გარემოსა და ბუნების კონსერვაციის კომიტეტის თავმჯდომარეს  მიჰაელ ზმაილოვიჩს  და ქ. იასტრებარსკოს მერს ზვონიმირ ნოვოსელს.
 
შეხვედრის ფარგლებში,  განხილული იქნა ხორვატიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის  კუთხით თანამშრომლობის განვითარებისა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობის საკითხები.
 
საქართველოს ელჩმა ასევე მოინახულა ქ. იასტრებარკოში მომქედი ტომაჩის საოჯახო მარანი და ივანიჩიჩების საოჯახო კომპანია, რომლებიც ეწევიან ქართული ქვევრის იმპორტს ხორვატიაში.