საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ტუნისის რესპუბლიკას ეწვია

21.05.2019 ტუნისის რესპუბლიკა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ( რეზიდენციით ქ. კაირო)  მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია ტუნისის რესპუბლიკას.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ტუნისის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საბრი ბახტობჯისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
 
ტუნისის მხრიდან შეხვედრას ასევე დაესწრო სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების და კონფერენციების დირექტორატის გენერალური დირექტორი ჰოლა ბახტობჯი.
 
სამუშაო ვიზიტის გარგლებში, ალექსანდრე ნალბანდოვი ასევე შეხვდა ტუნისის საგარეო უწყების ევროპის დირექტორატის ჩრდილოეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, ლასაად ბუტარას. საუბარი შეეხო საქართველო-ტუნისის ურთერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების  მიმართულებებს.