საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ურუგვაის ეწვია

27 თებერვალი- 1 მარტის პერიოდში ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ურუგვაის. საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროში: ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, კარლოს ჟიტოსთან, პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორთან, ელჩ ედუარდო ბუსუტთან, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორთან, ელჩ ხუან კარლოს ოხედასთან და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ელჩ ანა ტერესა აიალასთან.
 
ვიზიტი სფარგლებში, ირაკლი ყურაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ მონიკა ქსავიერთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანაშმრომლობის საკითხები. ირაკლი ყურაშვილი ასევე ეწვია ურუგვაის წამყვანი გაზეთის EL PAÍS-ის რედაქციას, სადაც შეხვედრა გამართა მთავარ რედაქტორთან, მარტინ აგირესთან.
 
 
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18-19 მარტს ურუგვაის ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.