საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

18.02.2019 იორდანია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი იორდანიის სენატში საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოსამა მალქავისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე  ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.
 
საქართველოსა და იორდანიის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვალში შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში, ქართული მხარის მიწვევით, განხორციელდება იორდანიის სენატის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.