საქართველოს ელჩი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

7.03.2018 ქ. ბელგრადი - ​საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის პატრიარქთან მის უწმინდესობა ირინეოსთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონეს და ორი ქვეყნის საპატრიარქოების დიდ წვლილს აღნიშნული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.
 
სერბეთის პატრიარქის მხრიდან ცალსახად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა, ამ კონტექსტში სერბეთის პატრიარქმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სერბეთის საპატრიარქო არ დაუშვებს არცერთ ქმედებას, რომელიც შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და ჩრდილი მიაყენოს სერბულ-ქართულ ურთიერთობებს.
 
ელჩსა და პატრიარქს შორის გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს და შემდგომი კონტაქტების განმტკიცების აუცილებლობას.