საქართველოს ელჩი შეხვდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს

2.05.2018 ბრაზილია -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ფერნანდო სიმას მაგალიაეშს, საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სექტორულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში და პოზიტიურად შეაფასეს მზარდი სავაჭრო ბრუნვის ტენდენცია, ბიზნეს წრეების ურთიერთდაინტერესება და ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარება, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

საუბრის დასასრულს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოსა და ბრაზილიას შორის ჩამოყალიბდა წარმატებული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე. ასევე, გამოთქვეს იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსა და ბრაზილიას შორის კვლავაც გაგრძელდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბრაზილიისსაგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, შეხვედრამდე დიპლომატიური არხების მეშვეობით, 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაცვალეს.


 



 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.