საქართველოს ელჩი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

7.02.2019 სლოვენია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებინმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ შეხვედრა გამართა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტთან, დეიან ჟიდანთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგ, მეგობრულ ურთიერთობებს და კვლავ დაადასტურა სლოვენიის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.