საქართველოს ელჩი სლოვენიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

1.02. 2019 სლოვენია-  საქართველოს sსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სლოვენიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის „ზედა პალატა“)  პრეზიდენტთან, ალოიზ კოვშცასთან .

შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, ასევე, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ალოიზ კოვშცამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგ, მეგობრულ ურთიერთობებს და კვლავ დაადასტურა, რომ სლოვენია გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას.