საქართველოს ელჩი სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

7.11.2019 სლოვენია - გაიმართა სლოვენიაში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის შეხვედრა სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ საქმეთა და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევა ტომიჩთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, დეოკუპაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევების, ადმინისტრაციულ საზღვრებზე უკანონო „ბორდერიზაციისა“ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით სლოვენიის მხარდაჭერის საკითხები.