საქართველოს ელჩი სლოვენიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს შეხვდა

30 ივლისს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის, ირაკლი კოპლატაძის შეხვედრა სლოვენიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან,  მაია პაკთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ტურიზმის დარგში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული კონკრეტული პროექტები ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების ასამოქმედებლად საქართველოსა და სლოვენიას შორის.