საქართველოს ელჩი სომხეთის პარლამენტის რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

 
5.03.2019 სომხეთი -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს მიქაელ მელქუმიანს შეხვდა.
 
 
შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, საპარლამენტო სტრუქტურებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე.