საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს შეხვდა

19.03.2019 სომხეთი- საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს ალენ სიმონიანს, ვაჰე ენფიაჯიანს და ლენა ნაზარიანს შეხვდა.
 
შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ასევე საპარლამენტო სტრუქტურებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე.
 
ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას უპირატესად ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
 
ამასთან, განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში ვიზიტის შესაძლებლობა მიმდინარე წლის განმავლობაში.