საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

3.04.2019 სომხეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს რუბენ რუბინიანს და  თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ანდრანიკ ქოჩარიანს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის შესაძლებლობაზე საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთშორისო ასპარეზზე.
 
ორივე მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საპარლამენტო მმართველობის პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პარლამენტის  როლი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.