საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი საკვირაო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა

15.07.2019 ლონდონი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის “ლაზარე“ პედაგოგებსა და აღსაზრდელებთან.
 
შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება გაამახვილა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე და იმ პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის კავშირების გაძლიერებას სამშობლოსთან.

შეხვედრის ბოლოს, დიასპორას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ.