საქართველოს ელჩი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

25.01.2019 თურქეთი - თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთისსაგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან ჯემალ იანგინთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  თავმჯდომარის მოადგილე სერდარ უნსალი და საბჭოს რეგიონალური კოორდინატორი ალფერენ აისი.
 
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
 
აღსანიშნავია, ზემოაღნიშნული საბჭო დაარსდა 1992 წელს, რომლის მიზანია საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ორი ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შესაბამის უწყებებთან, საინვესტიციო პოტენციალის გაცნობისა და სტრატეგიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.