საქართველოს ელჩი თურქეთის ავიახაზების გენერალურ დირექტორს შეხვდა

 15.05.2019 ქ. ანკარა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ბილალ ექშისთან.
 
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ანკარა-თბილისი-ანკარის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნისათვის, რომელიც მ/წლის 18 იანვრიდან სრულდება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ახალი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის საკითხი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თურქეთის მოქალაქეების, ანკარის მრავალრიცხოვანი დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების დაინტერესებას ანკარა-თბილისის პირდაპირი ავიარეისებით. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისათვის კაპადოკიის ტურების შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყების საკითხზე.
 
შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.