საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა

11.04. 2019 ანკარა - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, მეჰმეთ ნური ერსოისთან.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეები მიესალმნენ მიმდინარე წლის 18 იანვრიდან ანკარა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის დაწყებას, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ახალი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გრძელვადიან ტურისტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობით, კომბინირებული მარკეტინგული საქმიანობის ხელშეწყობაზე, 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხები. მხარეები მიესალმნენ უახლოეს მომავალში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ერთობლივი სამუშაო კომისიის მე-2 შეხვედრის თბილისში გამართვას.