საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

30.01.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან, ვოლქან ბოზქირთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების წარმატებული თანამშრომლობა. მნიშვნელოვნად შეფასდა უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თურქეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი  ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავებას.