საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11.10.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სედათ ონალთან.
 
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ამასთან, ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
 
სედათ ონალმა, ტრადიციულად, დააფიქსირა თურქეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.