საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10.04.2019 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მხარდამჭერი პოზიციები.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიერონ სტრატეგიული პატნიორობა და განავითარონ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა.
 
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის.
 
9 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მხარდამჭერი პოზიციები.