საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დირექტორს შეხვდა

25.01.2019 თურქეთი -საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დირექტორთან პროფესორ მესუთ ოზჯანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიას შორის მოქმედებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურებას, გაცვლითი ვიზიტებისა და ერთობლივი პროგრამების შემუშავების ხელშეწყობას გულისხმობს.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.