საქართველოს ელჩი თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტს შეხვდა

1.02.2019 თურქეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტთან, სერდარ ჩამთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე და დასახეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
 
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოში 1994 წლიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტოს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი - საგანმანათლებლო, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით.