საქართველოს ელჩი თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

24.01.2020 თურქეთი - საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა „ქ. ბურსის ბათუმელთა კულტურისა და დახმარების საზოგადოებისა“ და „ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საელჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება. შეხვედრისას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.
ამასთან, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.