საქართველოს ელჩი თურქმენეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს შეხვდა

28.03.2019 წ. აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჩარი გილიჯოვთან, რომელიც მთავრობაში ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს, მრეწველთა და მეწარმეთა კავშირს და სავაჭრო-სამრეწველო პალატას კურირებს.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს, მათ შორის, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვის და სატრანზიტო დერეფნის დატვირთვის გაზრდას, თურქმენეთში ქართული სავაჭრო სახლის გახსნას, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მორიგი სხდომისა და ბიზნეს-ფორუმების ორგანიზების შესაძლებლობებს.