საქართველოს ელჩი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

29.04.2019 წ. აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა მურჯიკნელმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-თურქმენული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო  ქართულ - თურქმენული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებას; ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებას და თურქმენეთში ქართული პროდუქციის წარმოჩენის ხელშეწყობას.