საქართველოს ელჩი თურქმენეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და წყალთა მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის კურატორ ვიცე-პრემიერს შეხვდა

27.03.2019 წ. აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ესენმირატ ორაზგელდიევთან, რომელიც მთავრობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და წყალთა მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს კურირებს.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მათ შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიწათსარგებლობის დარგში, ასევე ქართულ მეღვინეობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას.