საქართველოს ელჩი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს შეხვდა

16.10.2019 აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა მურჯიკნელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ახლადდანიშნულ მინისტრთან, ორაზმირატ გურბანნაზაროვთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მხრივ არსებულ ვითარებას და მისი გაფართოების პერსპექტივას. ამასთან, მხარეებმა დაასახელეს კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა გატარებაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის  მოცულობისა და ნომენკლატურის გაფართოებას და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით ძალისხმევის კოორდინაციაზე.