საქართველოს ელჩი თურქმენეთის ვიცე-პრემიერს და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

23.04.2019 წ. აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა მურჯიკნელმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პურლი აგამირადოვთან, რომელიც მთავრობაში ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის საკითხებს კურირებს. ელჩი ასევე შეხვდა თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, ამანდურდი იშანოვს.
 
მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰუმანიტარულ სფეროებში საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა სპორტის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ორივე ქვეყანაში არსებული პოტენციალის გამოყენების სამომავლო პერსპექტივას.

თურქმენეთის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. დაისახა კონკრეტული გეგმები, რომელთა გატარებაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაფართოებას. მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით ძალისხმევის კოორდინაციაზე.