საქართველოს ელჩი უცხოეთის ქვეყნებთან ჩინელ ხალხთა მეგობრობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

21.01.2019 ჩინეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ  შეხვედრა  გამართა “ჩინელ ხალხთა უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის” ვიცე პრეზიდენტთან, სონგ ძინგუსთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა უაღრესად დადაებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთს  შორის  არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს  2019 წელს კულტურისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და პროექტები.

 

“ჩინელ ხალხთა უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციაა, რომლის ფუნქციას წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებთან  ჰუმანიტარული და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება, ასევე სხვადასხვა რეგიონებთან და ქალაქებთან კონტაქტების გაღრმავება.